მანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში იმყოფებიან. ევროპელი ლიდერები სამდღიან ვიზიტს იწყებენ, რომლის ფარგლებშიც ისინი შეხვდებიან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა რუსეთის უკრაინაში შეჭრა, სავაჭრო მოლაპარაკებები და კლიმატთან დაკავშირებულ საკითხები იქნება.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი პეკინთან, როგორც მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენაა.

მსგავსი თემები