,,პუტინი მოწყვეტილია სამყაროს, მობილურს არ იყენებს, არც ინტერნეტს”- გლებ კარაკულოვი

,,ჩვენი პრეზიდენტი მოწყვეტილია სამყაროს. ის ბოლო რამდენიმე წელია საინფორმაციო ვაკუუმში ცხოვრობს და დროის უმეტეს ნაწილს თავის რეზიდენციებში ატარებს. მობილურს არ იყენებს, არც ინტერნეტს,”- ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კაპიტანი გლებ კარაკულოვი აცხადებს.

კარაკულოვი რუსეთიდან გაიქცა და ამბობს, რომ პუტინს პათოლოგიურად ეშინია სიკვდილის.

,,მე ამ ადამიანს ომის დამნაშავედ ვთვლი. მინდა მივმართო რუს ოფიცრებს, კოლეგებს -თქვენ არ უნდა შეასრულოთ კრიმინალური ბრძანებები.  ის რაც ახლა ხდება უკრაინაში, სისხლის სამართლის დანაშაულია და ჩვენი პრეზიდენტი გახდა ომის დამნაშავე. ჩვენი პრეზიდენტი მოწყვეტილია სამყაროს. ის ბოლო რამდენიმე წელია საინფორმაციო ვაკუუმში ცხოვრობს და დროის უმეტეს ნაწილს თავის რეზიდენციებში ატარებს. მობილურს არ იყენებს, არც ინტერნეტს. ყველა ინფორმაციას იღებს მხოლოდ უშუალოდ ახლო გარემოცვისგან და მისი რეალობის აღქმა დამახინჯებულია.

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დღემდე იზოლაციაშია. მისი ადიუტანტები დღეში რამდენჯერმე იტარებენ PCR ტესტებს. 2020 წლამდე ძალიან ხშირად მოგზაურობდა. მერე ბუნკერში ჩაჯდა. მას ოფისები აქვს პეტერბურგში, სოჭში, ნოვო-ოგარევოში – სადაც ოთახები იდენტურადაა მოწყობილი. მაგალითად,  ვიცოდი, რომ სოჭში იყო. ტელევიზორში კი ამბობდნენ რომ შეხვედრა გამართა ნოვო-ოგარევოში.  იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის მიფრინავს. მოჰყავთ თვითმფრინავი, მიდის კორტეჟი, მაგრამ სინამდვილეში რჩება სოჭში. ეს კეთდება საგარეო დაზვერვის დაბნევისა და მისი ლიკვიდაციის მცდელობის თავიდან ასაცილებლად. პუტინს პათოლოგიურად ეშინია სიკვდილის,”- აცხადებს კარაკულოვი.

კარაკულოვი დეპარტამენტში 2022 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ინჟინრად მუშაობდა და პუტინისთვის საიდუმლო კომუნიკაციებს უზრუნველყოფდა.

მსგავსი თემები