„ეს არის ძლიერი წახალისება“ – სალომე ზურაბიშვილი ნატო-ში ფინეთის წევრობაზე

საქართველოს პრეზიდენტი ფინეთს ნატო-ს წევრობას ულოცავს და აცხადებს, რომ ეს არის ძლიერი წახალისება.

„ფინეთი ნატოს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. ვულოცავ ფინეთს. ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ფინეთის დროშა ნატო-ს შტაბ-ბინასთან დღეს აღიმართა.

 

მსგავსი თემები