„ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან – მაშველები მუშაობენ, რომ ხალხი გადაარჩინონ”- ოლექსი კულება

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი კულებას ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, კიევის რეგიონში რამდენიმე ადამიანი შენობების ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი.

„ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან… მაშველები და შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ, რათა ხალხი რაც შეიძლება მალე გადაარჩინონ“, – წერს ოლექსი კულება Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

კულებას ცნობით დაზიანდა “კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა”. მისივე თქმით,  შესაძლოა  ელექტროენერგიის გათიშვის და წყალმომარაგების შეწყვეტის პრობლება შეიქმნას.

კულება მოსახლეობას წყლის შეგროვებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, უკრაინის დედაქალაქ თითქმის კიევში ექვს საათიის შემდეგ საჰაერო თავდასხმის განგაში დასრულდა. გაფრთხილება ადგილობრივი დროით 6:47 საათზე დაიწყო და  12:25 საათზე დასრულდა.

მსგავსი თემები