ერთი გარდაცვლილი და 30 დაშავებული – სარკინიგზო კატარსტროფა ნიდერლანდებში

ნიდერლანდებში ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.

შემთხვევა დღეს დილით ჰააგასა და ამსტერდამს შორის მდებარე სოფელ ვოორსხოტენთან მოხდა. მედიის ინფორმაციით, მატარებელი ნაწილობრივ რელსებიდან გადავიდა.

ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები