,,მიხეილ სააკაშვილი ეტაპობრივად და სისტემატურად კვდება მთელი მსოფლიოს დასანახად”- გოშევსკა

,,შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი ეტაპობრივად და სისტემატურად კვდება მთელი მსოფლიოს დასანახად,”- ამის შესახებ პოლონეთის სეიმის დეპუტატმა, მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი სიცოცხლისთვის კრიტიკულად საშიშ მდგომარეობამდეა მისული და კიდევ უფრო უარესდება.

,,პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა. უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ის სიცოცხლისთვის კრიტიკულად საშიშ მდგომარეობამდეა მისული და კიდევ უფრო უარესდება. შეიძლება ითქვას რომ ის ეტაპობრივად და სისტემატურად კვდება მთელი მსოფლიოს დასანახად. ეს საბჭოთა სისტემაა. ზუსტად იგივე მეთოდები რომელსაც რუსეთსა და ბელარუსში იყენებენ. ამის კიდევ ერთ მაგალითი ნავალნის სამქეა. ზუსტად იგივე სისტემასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ ეს აღარ არის ის საქართველო, რომელიც ჩვენ შევიყვარეთ. საქართველოს მართავს რეჟიმი რომელიც ოპოზიციასა და იმ ახალგაზრდა ადამიანებს უსწორდება, რომელიც სახელწიფო შენობებთან პროტესტს მართავენ. ასევე იმ ადამიანებს რომლებიც საქართველოსთვის ევროპულ მომავალს გეგმავენ.”,- განაცხადა გოშევსკამ.

მსგავსი თემები