რუსეთმა კიევის რეგიონი დაბომბა – არის მსხვერპლი

ღამით რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონი ირანული “შაჰიდით”, ე.წ. კამიკაძე თვითმფრინავებით დაბომბა. კიევის რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაცია ცნობით, დაბომბვის შედეგად, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამჟამად ცნობილია 3 დაღუპულისა და 7 დაჭრილის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით,  ადგილზე სამაშველო ეკიპაჟები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

მსგავსი თემები