,,ვაკვირდებოდი უღირსი ადამიანები როგორ ცდილობდნენ მიესაკუთრებინათ GEN Z თაობა”- ნინო წილოსანი

,,GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ საერთოდ არ მოსწონთ ამ უცხო სიტყვებით და ტერმინებით რომ ცდილობთ მათ გაბრენდვას”,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ”პარლამენტის შენობის შტურმისტები, პოლიციელების დამამცირებლები, მოძალადეები და მოლოტოვის კოქტეილით შეიარაღებულები ამ თაობის სახელით ვერ ისაუბრებენ.”

,,ამ დღეების მანძილზე ბევრ სხვა მოვლენასთან ერთად, ვაკვირდებოდი უღირსი ადამიანები როგორ ცდილობდნენ მიესაკუთრებინათ GEN Z თაობა, ისევე როგორც ცდილობენ, რომ მოიპოვონ მონოპოლია პროევროპულობაზე. ამ დღეების მანძილზე ახალგაზრდა თაობის სახელით რატომღაც საუბრობდნენ ადამიანები,  რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, მათი წარმომადგენლის სახელი დაირქვან.

ამ დღეების მანძილზე ახალგაზრდა თაობის სახელით ცდილობდნენ, ახალგაზრდა თაობა ჩვენგან გამოეყოთ და აბსტრაგირება გაეკეთებინათ, მაგრამ ეს თაობა სწორედაც რომ ჩვენი შვილებია, ვისაც ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ, ვიცით რა მოსწონთ, რა იდეები აქვთ, რა უნდათ, რა საჭიროებები აქვთ. და სწორედ იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, და რომ ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნები არიან, სწორედ ამიტომ ჩვენ გავაუქმეთ ჩვენ ეს ინიციატივა, რომელზეც ეს ამბავი ატყდა. სწორედ რომ მათი ინტერესები და მათი უსაფრთხოება, თუნდაც მათი ყველაზე მცირე ნაწილის , მნიშვნელოვანია და ამიტომ დავიხიეთ და ეს ნაბიჯი მივიღეთ ჩვენ.

მაგრამ, აქვე ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა, პარლამენტის შენობის შტურმისტები, პოლიციელების დამამცირებლები, მოძალადეები და მოლოტოვის კოქტეილით შეიარაღებულები ამ თაობის სახელით ვერ ისაუბრებენ. ყველა სხვა დანარჩენს კი ჩემი პატივისცემა იმ სურვილით, რომ თავადაც ისწავლიან სხვების გაკეთებულის შეფასებას და დაფასებას,”- განაცხადა წილოსანმა.

მსგავსი თემები