,,უნდა მივაკვლიოთ „კოვიდ-19“-ის წარმოშობის მიზეზებს”- ჯო ბაიდენი

,,ვიზიარებ კონგრესის მიზანს, გაასაჯაროოს ინფორმაცია 2019 წელს კორონავრისუსის წარმოშობის შესახებ,”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი.

ბაიდენმა „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ კანონს მოაწერა ხელი.

„მე ვიზიარებ კონგრესის მიზანს, გაასაჯაროოს ინფორმაცია 2019 წელს კორონავრისუსის წარმოშობის შესახებ. 2021 წელს მე სადაზვერვო სამსახურებს დავავალე, გამოიყენოს ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტი „კოვიდ-19“-ის წარმომავლობის გამოსაძიებლად და ეს სამუშაო გრძელდება. ჩვენ უნდა მივაკვლიოთ „კოვიდ-19“-ის წარმოშობის მიზეზებს, რაც დაგვეხმარება უკეთესად ავიცილოთ თავიდან მომავალი პანდემიები“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები