ოკუპირებულ ყირიმში რუსული საკრუიზო რაკეტები განადგურდა – უკრაინის თავდაცვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტები განადგურდა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით განადგურებულია „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტები მათი რკინიგზით ტრანსპორტირების დროს.

სეპარატისტული რეჟიმის ცნობით, ჯანკოიზე დარტყმები უპილოტოებიდან განხორციელდა. ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელის სერგეი აქსიონოვის განცხადებით,  ჯანკოიში საჰაერო თავდაცვის სისტემა ამუშავდა. მისივე თქმით, ერთი ადამიანი დაშავდა და ორი შენობა დაზიანდა.

მსგავსი თემები