იაპონიის პრემიერ-მინისტრი დღეს კიევში ჩავა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა დღეს კიევს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფუმიო კიშიდა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს მოლაპარაკებებს.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ეს  არის პირველი შემთხვევა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც იაპონიის პრემიერი ეწვევა ქვეყანას ან რეგიონს, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები