კრემლი ჰააგას ემუქრება, რომ შესაძლოა, რაკეტები დაუშინოს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით ვლადიმერ მედვედევი ეხმიანება და ჰააგას ემუქრება.

„სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოს შენობისთვის ჰიპერ ბგერითი რაკეტის სროლა რუსეთის გემიდან. ასე რომ, ბატონო მოსამართლეებო ყურადღებით იყურეთ ცაში“ – აცხადებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.

მან კონკრეტული მინიშნებაც გააკეთა: „ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე რუსული ხომალდიდან „ონიქსის“ რაკეტის წერტილოვანი გამოყენება“  – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასულ კვირას გასცა.

მსგავსი თემები