,,თუ გადავრჩები, ეს პოლონეთის დამსახურება იქნება”- მიხეილ სააკაშვილი

,,თუ გადავრჩები, ეს პოლონეთის დამსახურება იქნება, პოლონელი ექიმების მისია ჩემი ბოლო შანსია” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, კრემლის მოთხოვნაა, რომ არ გადაიყვანონ პოლონეთში სამკურნალოდ.

,,პოლონეთი მსოფლიოში ყველაზე კეთილშობილური და იდეალების ერთგული ქვეყანაა. თუ მე გადავრჩები, პოლონეთის მადლობელი ვიქნები. ლეხ კაჩინსკი იყო ის პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს შეხედულებებზე. ის სულ მეუბნებოდა: “ჩვენ შორის განსხვავება ისაა, რომ როცა მე პრეზიდენტი აღარ ვიქნები, შემეძლება ვიცოცხლო, შენ შეიძლება მოგკლან”. სამწუხაროდ, ის მოკლა პუტინმა და პუტინი ახლა მკლავს მე,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი თემები