ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში არანაირი განაცხადი არ შესულა.
მისი თქმით, თუ შესაბამის დოკუმენტაციას უწყებაში წარადგენენ, საკითხს ოპერატიულად განიხილავენ.
,,ამ მომენტისთვის გიდასტურებთ, რომ ჩვენთან არანაირი განაცხადი შემოსული არ არის. თუ შემოვა, ძალიან ოპერატიულად, როგორც ეს წინა შემთხვევებში იყო, განვიხილავთ და თუ არის შესაბამისი დოკუმენტაცია და კვალიფიკაცია ამ დასტურს ჩვენი სამინისტრო გასცემს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.