,,უკრაინა ომში თუ დამარცხდება, პოლონეთი რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში შევა”- ელჩი

,,უკრაინა ომში თუ დამარცხდება, პოლონეთი რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში შევა,”– ამის შესახებ საფრანგეთში პოლონეთის ელჩმა, იან ემერიკ როშიშევსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, უკრაინა დამოუკიდებლობას თუ ვერ დაიცავს, პოლონეთი იძულებული იქნება კონფლიქტში ჩაერთოს.

„დღეს ან უკრაინა დაიცავს თავის დამოუკიდებლობას, ან თუ ვერ დაიცავს, ჩვენ იძულებული ვიქნებით ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, რადგან საფრთხე ემუქრება ჩვენს ღირებულებებს, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის საფუძველია, ამიტომ არჩევანი არ გვექნება“, – განაცხადა ელჩმა.

 

მსგავსი თემები