ხარკოვში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა – დაიღუპა 2 ადამიანი

ხარკოვის ოლქში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა ოთხი ადამიანი.

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რეგიონში დატოვებული ნაღმების აფეთქების საშიშროების მაღალი დონეა.

„გუშინ იზიუმის რაიონში ნაღმზე აფეთქდა მანქანა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად. სამწუხაროდ, 2 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა“, – განაცხადა სინეგუბოვმა.

სინეგუბოის ინფორმაციით, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პიროტექნიკურმა ქვედანაყოფმა დეოკუპირებულ ტერიტორიების განაღმვას აგრძელებენ და მათ  მხოლოდ ერთ დღეში, 657 ასაფეთქებელი ობიექტი გაანეიტრალეს.

 

მსგავსი თემები