,,საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი ევროპულ პერსპექტივაზე, თუ სააკაშვილი არ იქნება ცოცხალი”- ევროპარლამენტარი

,,ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი ევროპულ პერსპექტივაზე საქართველოსთვის, თუ სააკაშვილი არ იქნება ცოცხალი,”– ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა იყოს მკაფიო.

„რაც შეეხება ჩვენს მეგობრებს საქართველოში, ჩვენ გვაქვს სხვა გზები, რათა მოვახდინოთ ზეწოლა და ყველაფერი უნდა იყოს მკაფიო. ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი ევროპულ პერსპექტივაზე საქართველოსთვის, თუ სააკაშვილი არ იქნება ცოცხალი. ეს მკაფიო გზავნილი უნდა გავაგზავნოთ დღესვე, ვიდრე ეს გვიანი იქნება“, – განაცხადა ლაგოდინსკიმ.

მსგავსი თემები