საქართველოს უნივერსიტეტი ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

საქართველოს უნივერსიტეტი ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ  საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ განაცხადა.

,,ცილის წამებისთვის, დეზინფორმაციისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, ბატონების ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დღეს შეგვაქვს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ყოველივე ეს კეთდება იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ახლა და მომავალში, ჩვენს სტუდენტებს მოაძახოს, რომ თითქოს მათი უნივერსიტეტი რაიმე კორუფციული გარიგებით შექმნა. ვწუხვართ, რომ ხელისუფლება მოქცეულია იმ იდეოლოგიური პროპაგანდის ტყვეობაში, რასაც პუტინის პროპაგანდისტები დიდი ხანია ავრცელებენ”, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა.

მსგავსი თემები