კადიროვი შიშობს, რომ პუტინის კეთილგანწყობას დაკარგავს – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი შიშობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კეთილგანწყობას დაკარგავს.

მათივე ცნობით, კადიროვი აგრძელებს ძალისხმევას ჩეჩნეთის მნიშვნელობის შესანარჩუნებლად რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში.

,,13 მარტს, კადიროვი პუტინს შეხვდა, რათა ჩეჩნეთის 2022 წლის სოციალურ-ეკონომიკური მიღწევები განეხილათ. კადიროვმა შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეჩენი მებრძოლები ერთგულად ასრულებენ პუტინის ბრძანებებს”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

მათივე განცხადებით, შეხვედრისას კადიროვი აშკარად ნერვიულობდა, რაც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ მასზე დიდი ზეწოლა იყო.

,,კადიროვს შეიძლება ეშინოდეს, რომ პუტინის კეთილგანწყობას კარგავს, რადგან მას შეუძლია ჩეჩნების საბრძოლო მიღწევების კუთხით ცოტა რამ აჩვენოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები