ჩინეთში ჭიების წვიმა მოვიდა

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, რომლის მიხედვითაც, ჩინეთში ჭიების წვიმა მოვიდა.

კადრები ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქშია გადაღებული და მასზე ჭიებით დაფარული მანქანებია ასახული. ვიდეო  სავარაუდოდ, გადაღებულია პეკინში.

მედიის ინფორმაციით, მოსახლეობას გარეთ გასვლის შემთხვევაში ქოლგების ტარება ურჩიეს.

ამასთან, ჩინელმა ჟურნალისტმა შენ შივეიმ განაცხადა, რომ ვიდეო ყალბია და  ქალაქ პეკინში ბოლო დროს წვიმა არ ყოფილა.

„მე პეკინში ვარ და ეს ვიდეო ყალბია. პეკინში ამ დღეებში ნალექი არ არის“, – დაწერა შენ შივეიმ ტვიტერზე.

მსგავსი თემები