,,დავაწესოთ ახალი სანქციები, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს გლობალურ ზეწოლასთან ადაპტირება”- ზელენსკი

,,დავაწესოთ ახალი სანქციები, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს გლობალურ ზეწოლასთან ადაპტირება,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება ძალიან მწვავეა და საჭიროა მტრის სამხედრო ძალის განადგურება.

„ჩვენ არა მხოლოდ უნდა შევზღუდოთ ტერორისტი სახელმწიფოს უნარი, გვერდი აუაროს არსებულ სანქციებს, არამედ ასევე დავაწესოთ ახლები, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს გლობალურ ზეწოლასთან ადაპტირება. რაც ნაკლები იქნება სანქციებთან ადაპტირების რუსეთის უნარი, მით უფრო მალე შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უკრაინისთვის მშვიდობის დაბრუნებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები