,,სულ საწოლში ვარ… ჩემი ძვლები იშლება და ეს გაუსაძლისად მტკივნეულია”- მიხეილ სააკაშვილი

,,სულ საწოლში ვარ… ჩემი ძვლები იშლება და ეს გაუსაძლისად მტკივნეულია”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„Sky News-ის“ ინფორმაციით, ტელეკომპანიას მიხეილ სააკაშვილთან საავადმყოფოში შესვლაზე უარი უთხრეს და კითხვები მისი ადვოკატის მეშვეობით გადასცეს. ხოლო პასუხები სააკაშვილისგან წერილობით მიიღეს.

„თავდაპირველად 120 კილოგრამი ვიყავი, ახლა 64 ვარ, თუ 60-ზე ნაკლები გავხდები, ექიმები მრავლობითი ორგანოს უკმარისობას წინასწარმეტყველებენ“,- აცხადებს სააკაშვილი.

მსგავსი თემები