„ენჯეოების“ ხელით ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას“ ვერავინ დააბრუნებს“- ირაკლი კობახიძე

,,კანონპროექტმა თავისი მიზანი სხვადასხვა მიმართულებით უკვე შეასრულა,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას“ ვერავინ დააბრუნებს“.

,,მთავრობის გადადგომის მოთხოვნა „ენჯეოების“ ჩართულობით არის შეუთავსებელი „ენჯეოს“ ფუნქციასთან, თუმცა აქაც იყო დაფინანსება. ვინ გააყალბა „პივიტი“? რომელი ორგანიზაციები აცხადებდნენ გაუყალბებელ არჩევნებს გაყალბებულად და საიდან მოდიოდა მათი დაფინანსება? როცა ასეთი საკითხები წინ წამოიწევს, მგონია, რომ ამ ყველაფერს პრევენციული ეფექტი ექნება. წესითა და რიგით, მომავალში შესაბამისი დონორები თავს შეიკავებენ ასეთი ორგანიზაციების დაფინანსებისგან, პივიტის გაყალბების დაფინანსებისგან, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებისგან და ა.შ. შესაბამისად, კანონპროექტმა სერიოზული შედეგი მოიტანა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ბაკურიანის შეკრებაზე, სადაც ჩართული იყვნენ როგორც პოლიტიკური პარტიები და მედიასაშუალებები, ასევე მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. სწორედ ენჯეოების ხელით იგეგმებოდა რევოლუციური სცენარის განხორციელება, რომელსაც ძალაუფლებაში უნდა დაებრუნებინა „ნაციონალური მოძრაობა“. კანონპროექტმა ასეთი სცენარის პრევენციაში დიდი წვლილი შეიტანა. „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას“ ვერავინ დააბრუნებს“, – განაცხადა კობახიძემ  პირველი არხის გადაცემა „კვირის მოამბეში“.

მსგავსი თემები