,,უსწრაფესად ახალი კვირიდან უნდა დაიწყოს 12-ვე პუნქტის შესრულება”- ლევან ხაბეიშვილი

,,დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იყო ყველაზე წარმატებული პროტესტი, პროტესტი რომელიც განახორციელა ქართველმა ხალხმა და გამარჯვებამდე მიიყვანა ახალგაზრდებმა,”- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმიტ, მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ დაიწყოს 12 პუნქტის შესრულება.

„ამ დიდი გამარჯვების შემდეგ დაგვრჩა მთავარი ამოცანა შესასრულებელი, რაც ასევე სცილდება ყველა ვიწროპარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს, ეს არის ჩვენი ევროპული მომავალი. მინდა, ვუთხრა „რუსულ ოცნებას“, არც ერთი საქართველოს მოქალაქე არ აპირებს დანებებას, ეს ადამიანები იბრძოლებენ ბოლომდე საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ დაიწყოს ყველა პუნქტის შესრულება და ეს მოხდეს ისევე სწრაფად, როგორც დღეს, 25 წამში დაასრულეთ პარლამენტის სხდომა. უსწრაფესად ახალი კვირიდან უნდა დაიწყოს 12-ვე პუნქტის შესრულება, რათა ევროკავშირის სტატუსს საფრთხე არ დაემუქროს. მადლობა აქციის თითოეულ მონაწილეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. გვიგულეთ თქვენ გვერდით და გამოიყენეთ პოლიტიკოსები, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი თქვენს ხელში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები