„ქართული ოცნების” ნდობა არ შეიძლება, კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს”- გიორგი ვაშაძე

„ქართული ოცნების” ნდობა არ შეიძლება, კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს და ამ სამარის პირველი ნაწილი უკვე გათხრილია”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ”ახალგაზრდების დამსახურებაა, რომ რუსეთისკენ მიმავალი ეს ქვეყანა შემობრუნდა ისევ ევროპისკენ. ”

„ქართული ოცნების” ნდობა არ შეიძლება, კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს და ამ სამარის პირველი ნაწილი უკვე გათხრილია, მაგრამ ზემოდან მიწა უნდა მივაყაროთ, როცა ამ სამარეში მოხვდებიან ეს ადამიანები. მე მაინტერესებს როგორ ჩახედავენ საზოგადოებას თვალებში. ბევრი კითხვაა და არ შეიძლება მოდუნება. ახლა პირველი გაფრთხილება მივეცით, მაგრამ ესენი არ გასწორდებიან, ნდობა ნული. ახლა, ჩასვრილები და შეშინებულები არიან და იმიტომ დგამენ სწრაფად ამ ნაბიჯებს, მაგრამ ორ-სამ დღეში შეიძლება თავი ისევ წამოყონ, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ და აქტიურად ვიმუშაოთ”, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები