,,როგორც ერთი რიგითი პოლიტიკოსი, მზად ვარ, მოქალაქეებს თავი შევთავაზო”- ლევან ხაბეიშვილი

„მე, როგორც ერთი რიგითი პოლიტიკოსი მზად ვარ, ახალგაზრდებსაც, ჩვენს მოქალაქეებსაც თავი შევთავაზო, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ქართველი ხალხის ხელში,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ორ საკითხზე უნდა იბრძოლოს ხალხმა.

„რუსული ოცნება გვყავს დასამარცხებელი მისი 78 გავრილოვით, რომლებმაც ხელი მოაწერეს რუსულ კანონს და რომ არა ამ ახალგაზრდების თავგანწირული ბრძოლა ევროპული მომავლისთვის, ცხადია, ეს ადამიანები ამას ბოლომდე გაიტანდნენ. ახლაც, მნიშვნელოვანია, რომ ეს იურიდიული ხელმოწერით გაფორმდეს, ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული მომავალი, ევროკავშირის სტატუსი. ორ საკითხზე უნდა იბრძოლოს ხალხმა – რუსული ოცნების, მოღალატეობრივი პარტიის ჩამოშორება და ევროკავშირის სტატუსი. მე, როგორც ერთი რიგითი პოლიტიკოსი მზად ვარ, ახალგაზრდებსაც, ჩვენს მოქალაქეებსაც თავი შევთავაზო, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ქართველი ხალხის ხელში და მათი ნების აღმსრულებლები შეგვიძლია, ვიყოთ ჩვენ. მე ზუსტად ვიცი, ერთი, რა უნდათ პოლიტიკოსებს, რა ვიწროპარტიული ინტერესები შეიძლება, ჰქონდეს ვინმეს, რომელიმე პარტიას, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ევროპული მომავალი არის ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების, საქართველოს მოქალაქეების არჩევანი. ამ არჩევანისთვის ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ამიტომ ეს გამარჯვება რომ არის გაფორმებული, დილეგებში არ უნდა დავტოვოთ ჩვენი მეგობრები, არ არის სწორი და მართებული, რომ გამარჯვების პარალელურად დევნონ ჩვენი მეგობრები, ახალგაზრდები. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ადამიანების სასწრაფოდ გათავისუფლება,”- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები