,,ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის კიდევ ერთი მცდელობა”- არძინბა საქართველოზე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თბილისში განვითარებული მოვლენებს ეხმიანება. დე ფაქტო მინისტრის განცხადებით,  ”პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის კიდევ ერთი მცდელობა.”

,,ძვირფასო თანამემამულენო! აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის კიდევ ერთი მცდელობა.

ე.წ. მშვიდობიანი მომიტინგეები აქტიურად იყენებენ პირდაპირ ქმედებებს: მოლოტოვის კოქტეილებს, ქუჩების დაკეტვას და აგრესიული ქცევის სხვა ფორმებს.

ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მათ კარგად აქვთ ინსტრუქტაჟი მიღებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ის საელჩოსგან. გარდა ამისა, ტრადიციულად აღვნიშნავთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციულ როლს ამ ზომების მომზადებაში.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი მუდმივად აკვირდება სიტუაციას, არის მუდმივ კონტაქტში აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასთან.

ჩვენი სახელმწიფო საზღვარი აფხაზური და რუსული სპეცრაზმის საიმედო დაცვის ქვეშაა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების სისტემა სტაბილური დარჩება“,- წერს არძინბა.

მსგავსი თემები