რუსეთის ძალებმა კუპიანსკში ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს

რუსეთის ძალებმა კუპიანსკში ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს. არსებული ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი, ნანგრევებში კი მინიმუმ, ორი ადამიანია მოყოლილი.

“ოკუპანტებმა დღეს დაარტყეს კუპიანსკის რაიონს. კიდევ ერთხელ S-300 რაკეტით. მოხვდა ადმინისტრაციულ შენობას. დაიჭრა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც შენობასთან ახლოს იმყოფებოდა”, – განაცხადა ხარკოვის რეგიონის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბოვმა.

 

მსგავსი თემები