,,რუსეთიც და უკრაინაც გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან”- ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვის განცხადებით, რუსეთიც და უკრაინაც გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან.

მისივე თქმით, მომავალი რამდენიმე თვე ომში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„შემდეგი ორი-სამი თვე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და თითქმის გადამწყვეტი ამ ბრძოლაში, რომლისთვისაც ჩვენ ვემზადებით და ემზადება ჩვენი აგრესორი მტერიც“, – აღნიშნა დანილოვმა.

მსგავსი თემები