კიევში დარწმუნებული არიან, რომ ბერლინისგან ტანკ „ლეოპარდებს” მიიღებენ – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კიევში დარწმუნებული არიან, რომ ბერლინისგან ტანკ „ლეოპარდებს” აუცილებლად მიიღებენ.

„მინდა, მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას ბოლო 11 თვის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებების გამო, რაც ეხებოდა უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდებას. ანალენამ დიდი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილებების დამტკიცებაში და მისი მადლობელი ვარ. დარჩა ბოლო დიდი გადაწყვეტილება – უკრაინისთვის ტანკების მიწოდება”, – განაცხადა კულებამ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ომი უკრაინაში მაშინ დასრულდება, როდესაც ყველა რუსი ჯარისკაცი დატოვებს უკრაინას და შეწყდება სარაკეტო დარტყმები.

„ეს ომი მხოლოდ მაშინ შეიძლება, დასრულდეს, როდესაც რუსი ჯარისკაცები სრულად დატოვებენ უკრაინას, როდესაც აღარ იქნება სარაკეტო დარტყმებისა და დრონებით თავდასხმების საფრთხე, როდესაც ჩვენ კვლავაც შევძლებთ ერთად მშვიდობიანად ცხოვრებას ევროპაში”, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 10 იანვარს ხარკოვში ჩავიდა.

მსგავსი თემები