ადვოკატის განცხადებით სააკაშვილის არანაირი გულყრა თუ კრუნჩხვა არ ფიქსირდება და ეს მხოლოდ მოყოლილია  

სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატის გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ადვოკატი განმარტავს, ერთი ადამიანი არ არსებობს, რომელიც სააკაშვილის კრუნჩხვას თუ გულყრას დაადასტურებს და ეს მხოლოდ ჩანაწერში ფიქსირდება.

„მთელი რიგი შეუსაბამობები და უზუსტობები დაფიქსირდა მის დასკვნასა და ჩვენებს შორის. როცა საუბარია გულყრებსა და კრუნჩხვებზე, აღმოჩნდა და ექსპერტმაც დაადასტურა, რომ სამედიცინო ისტორიაში მხოლოდ ექიმების, ან ექიმებთან სააკაშვილის ნათქვამის შედეგად არის ჩაწერილი. ანუ პაციენტმა რომ განაცხადა, “მქონდა თავბრუსხვევა, კრუნჩხვა, გულყრაო“. ერთი ადამიანი არ არსებობს, რომელიც პირადად ნახავდა ამ ფაქტს. ასევე, როცა ექსპერტი საუბრობდა რომ ეპილეფსიასთან დაკავშირებული დაავადებები აქვსო, ჰქონდა თუ არა ეპილეფსია, ამის შესახებ დასკვნაში არაფერი ეწერა. შეიძლება იყოს ეპილეფსიის ნიშანიო, მაგრამ პირდაპირ კითხვაზე: აქვს თუ არა ეპილეფსია, მან განაცხადა, რომ დიახ, ეს ნიშნები არის ეპილეფსიის ნიშნებიო“ – აცხადებს სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკშვილთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები