„დემენცია ნიშნავს ჭკუასუსტობას. ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის ჭკუა სუსტი სააკაშვილი“ – გელა ნიკოლეიშვილი

სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატის გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით პრეზიდენტს არა დემენცია, არამედ პატიმრობის მიუღებლობა აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის დემენციის დიაგნოზს ეჭვქვეშ აყენებს.

„დემენციის დიაგნოზს ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებთ. დემენციის მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს ის ნიშნები, რომლებიც ახასიათებს ამ დაავადებას. მას საკუთარ მშობლიურ ენაზე საუბარიც კი უნდა უჭირდეს და ავიწყდებოდეს სიტყვები, არათუ სხვადასხვა ენაზე საუბრობდეს თავისუფლად. მას არ შეიძლება ჰქონდეს გუშინდელ და გუშინწინდელ ბოლოდროინდელ ამბებზე საღი შეფასება. დემენცია ნიშნავს ჭკუასუსტობას. ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის ჭკუა სუსტი სააკაშვილი და თქვენ მეუბნებით რომ არის“ – აცხადება გელა ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმ  მდგომარეობას ვერ ეგუება, რაშიც იმყოფება.

„მას სჭირს მიუღებლობა იმ მდგომარეობის, რომელშიც ის იმყოფება ანუ პატიმრობის მიუღებლობა. ნამდვილად სტრესი განიცადა ამ პატიმრობით. ბუნებრივია, ამ სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს და გამოიწვია კიდეც სხვადასხვა დაავადება, მაგრამ ის, რასაც ამბობს დაცვის მხარე, თითქოს, ეს არის ისეთი დემენცია, რომ სიკვდილის პირასაა, სახიფათოა მისი სიცოცხლისთვის, ამას არ ვეთანხმებით“, – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.

 

მსგავსი თემები