,,ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე თანხმობისთვის თურქეთი ძალიან ბევრს ითხოვს”- შვედეთის პრემიერი

,,ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე თანხმობისთვის თურქეთი ძალიან ბევრს ითხოვს,” – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა დრო უცნობია.

„თურქეთმა დაადასტურა, რომ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ვთქვით. მაგრამ ის ასევე ამბობს, რომ მას სურს ის, რაც ჩვენ არ შეგვიძლია, რისი მიცემაც არ გვინდა“, – აღნიშნა შვედეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, თურქეთი შვედეთისგან იმ ადამიანების გადაცემას ითხოვს, რომლებსაც, თურქეთის მტკიცებით, კავშირი აქვთ ფეთჰულა გიულენთან და ქურთულ ორგანიზაციებთან.

მსგავსი თემები