,,წინ საკვანძო მოვლენებია, რაც ჩვენი ყველა ტერიტორიის დაბრუნებამდე მიგვიყვანს”- ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, წინ საკვანძო მოვლენებია, რაც უკრაინას მთელი ტერიტორიის დაბრუნებამდე მიიყვანს.

მისი თქმით, უკრაინა და მისი მოკავშირეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სამხედროებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ.

„გადამწყვეტი ზამთარი და ჩვენი გაზაფხული. წინ საკვანძო მოვლენებია, რაც ჩვენი ყველა ტერიტორიის დაბრუნებამდე მიგვიყვანს. ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამხედროებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ და უკრაინა გაიმარჯვებს“, – წერს ერმაკი.

მსგავსი თემები