,,უკრაინელი ჯამბაზების უარის გაგებით ჩვენმა ჯარისკაცებმა მშვიდად ამოისუნთქეს, რადგან ახლა ნაკლები პრობლემები და მზაკვრობა იქნება”- მედვედევი

,,კიევმა უარყო ქრისტიანული მოწყალების ხელი, რომელიც მოსკოვმა მას „შობის“ დღესასწაულზე გაუწოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ნაკლები პრობლემები და მზაკვრობა იქნება,” – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსი სამხედროების უმეტესობამ „მშვიდად ამოისუნთქა, როდესაც გაიგო მთავარი უკრაინელი ჯამბაზების უარი შობის დღეს ცეცხლის შეწყვეტაზე“, რადგან ამ შემთხვევაში ნაკლები პრობლემები და მზაკვრობა იქნება.

“უკრაინელებს ქრისტიანული გულმოწყალეობის ხელი გაუწოდეს დიდ დღესასწაულზე. მათმა ლიდერებმა კი ის უარყვეს… ღორებს არ აქვთ რწმენა და თანდაყოლილი მადლიერების გრძნობა. მათ ესმით მხოლოდ უხეში ძალა და პატრონებისგან სათქვლეფს მოითხოვენ. წვრთნა ეფუძნება ამას და ამას განაგრძობენ დასავლელი მეღორეები”, – წერს მედვედევი.

 

 

მსგავსი თემები