ჰაკერებმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ 200 მილიონზე მეტი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართები მოიპარეს და ისინი ჰაკერულ ფორუმზე გამოაქვეყნეს.
კომპანია Hudson Rock-ის თანადამფუძნებული ელონ გალი წერს, რომ ინფორმაციის გაჟონვა გამოიწვევს ჰაკერულ შეტევებს, ასევე მიზნობრივ „ფიშინგს“ და პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებას.
„როიტერის“ ინფორმაციით, კომპანია „ტვიტერს“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ჰაკერებმა მონაცემები შესაძლოა, 2021 წელს მოიპოვეს.