„ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე სახალისო ფეხბურთელია მსოფლიოში. მისთვის დაბრკოლება არ არსებობს“, – ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა 90min წერს.
გამოცემამ იტალიის სერია A-ს 2022 წლის გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
„როდესაც იტალიური ფეხბურთის კალენდარული წელი დასრულდა, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ შეგვექმნა სიმბოლური გუნდი საუკეთესო მოთამაშეებიდან, რომლებმაც 2022 წელს გაიბრწყინეს“, – წერს გამოცემა.
სერია A-ს წლის გუნდი – 2022 ასე გამოიყურება: მაიკ მენიო (მილანი) – ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი), კიმ მინ-ჯაე (ნაპოლი), თეო ერნანდესი (მილანი) – სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო), ნიკოლო ბარელა (ინტერი), სანდრო ტონალი (მილანი) – ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), რაფაელ ლეაო (მილანი)