,,დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე სულ უფრო ღრმად განხორციელდება,” – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
მან რუსეთის საჰაერო ბაზებზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არ აიღო, თუმცა თქვა, რომ ასეთი თავდასხმები გაგრძელდება.
„ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
მისივე თქმით, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა, რის გამოც უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს.