,,რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაზე”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას მის მთავარ მიზანზე – უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაზე. მისი თქმით, საჭიროა  დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდეთ უკრაინის მხარდაჭერის ხანგრძლივი გეგმა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ კონტრშეტევას, თუმცა ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთმა ჩაატარა მობილიზაცია და შეავსო სამხედრო რიგები. მრავალი მობილიზებულთაგანი ახლა სწავლებას გადის. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ისინი ემზადებიან ომის გასაგრძელებლად და შესაძლოა, ახალი შეტევების მცდელობისთვისაც“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით,  უკრაინაში შექმნილი ვითარება დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერას საჭიროებს.

„თუ ჩვენ გვსურს, რომ სამშვიდობო შეთანხმებამ გაამყაროს მდგომარეობა, რომ უკრაინამ მოიპოვოს გამარჯვება როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, დემოკრატიულმა ევროპის სახელმწიფომ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის მხარდაჭერა. მათ შორის სამხედრო მხარდაჭერა, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა, დაარწმუნო რუსეთი დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და აღიაროს უკრაინა, როგორც ევროპის სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“,- აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.

მსგავსი თემები