„პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს” – მიხაილ პოდოლიაკი

პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინის განცხადებას.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები, არამედ ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა.

„პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს.

რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და ხოცავს მოქალაქეებს. არანაირი სხვა ქვეყანა, მოტივი, გეოპოლიტიკა არ არსებობს.

რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები, ის ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა. ეს ნათელია. ასე რომ, ჩვენ ტრიბუნალისკენ მივდივართ“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

 

მსგავსი თემები