მეუფე ნიკოლოზის მსგავსად, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლიც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში სათანადო სამედიცინო დახმარება უცხოეთში უნდა აღმოუჩინონ. სასულიერო პირის თქმით, მესამე პრეზიდენტის ნახვა სურდა, თუმცა შესაბამისი უწყებიდან პასუხის არ მოუვიდა.
„ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება და რა თქმა უნდა, მას ამ მდგომარეობდან გამომდინარე, რომ მიიღოს სრულყოფილი მკურნალობა, რისი საშუალებაც არის აქ, თუ არ არის, სხვაგან ე.ი. მე ვაპირებდი მის ნახვას, განაცხადი მქონდა გაკეთებული, მაგრამ პასუხი არ მოსულა, – თქვა მიტროპოლიტმა.