„პუტინმა ომი უკვე წააგო, ისევე, როგორც ჰიტლერმა 1943 წელს” – ევროკომისიის ვიცე -პრეზიდენტი

პუტინმა ომი უკვე წააგო, ისევე, როგორც ჰიტლერმა 1943 წელს, – ამის შესახებ  ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე -პრეზიდენტმა  ფრანს ტიმერმანსმა  Nieuwsblad-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პუტინმა უკვე წააგო ომი. ის ცდებოდა უკრაინელების გამძლეობაზე. ვერავინ ბედავს მისთვის სრული სიმართლის თქმას, მათ შორის, მისი ჯარის მდგომარეობის შესახებ. ჰიტლერმაც წააგო ომი 1943 წლის ბოლოს, მაგრამ ეს კიდევ ორი წელი გაგრძელდა. პუტინი ჩვენს წინააღმდეგ იარაღად იყენებს ენერგიას, ისევე როგორც მიგრაციას, რადგან იცის, რომ ჩვენ დაუცველები ვართ ამ ორ საკითხში. იმ იმედით, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებშიც მან მრავალი წლის განმავლობაში ჩადო ინვესტიცია, მოიპოვებენ მეტ პოლიტიკურ ძალაუფლებას წევრ ქვეყნებში” – თქვა ტიმერმანსმა.

მსგავსი თემები