„სურდო კი არ არის, მძიმე დიაგნოზებია, ზოგიერთი კი სასიკვდილოა” – გიული ალასანია სააკაშვილზე

“მძიმე დიაგნოზები აქვს, ზოგიერთი სასიკვდილოა”- განცხადება მიხეილ სააკაშვილის დედამ “ვივამედთან” გააკეთა.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ძალიან ხშირად ახველებდა. დიაგნოზებში ერთ-ერთი ლატენტური ტუბერკულოზიც არის, რომელიც ხელს ვერ ახლებენ იმიტომ, რომ თვითონ მკურნალობაა ისეთი აგრესიული ფორმის, რომ  შეიძლება ვერ გადაიტანოს”- თქვა ალასანიამ.

პრეზიდენტის დედის განცხადებითვე,  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის კლინიკაში მისვლას აზრი არ აქვს. გიული ალასანიას განცხადებით, სამხარაული ექსპერტიზის ბიუროს ტავადაც უწერია, რომ მძიმე მეტალებს ვერ იკვლევენ.

„მაშინ, რისთვის მოდის გამომძიებელი? მძიმე მეტალებზეა საუბარი, რა აზრი აქვს ამ სიმპათიური ადამიანის სიარულს, არ ვიცი“, – აცხადებს გიული ალსანია.

პრეზიდენტის დედის თქმით, სასამართლო პროცესების გაჭიანურებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ამას ვერ გაუძლებს.

„სურდო კი არ არის. მძიმე დიაგნოზებია, ზოგიერთი კი სასიკვდილოა. ეს რამდენჯერ უნდა ითქვას ან დაიწეროს, ან ვინ უნდა ჩამოვიყვანოთ?! ანალიზი გაკეთდა ნომერ პირველ ლაბორატორიაში და ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალმა დაგვიდო თავისი ინტერპრეტაცია და მეტს რას ველოდებით, არ ვიცი“, – განაცხადა ალასანიამ.

მსგავსი თემები