შიმშილობის მეათე დღე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ანა წითლიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიმართავს, რომ “ყველაფერი გააკეთოს, მესამე პრეზიდენტის გადარჩენისთვის”.
„ჩემი შიმშილობის მე-10 დღეს, მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც ადამიანმა, ადამიანს და როგორც ქალმა ქალს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე. არ შეიძლება ჩვენ ვუყურებდეთ იმას, რაც ახლა ხდება მესამე პრეზიდენტის თავს და არ ვაკეთებდეთ არაფერს. რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე ვთქვი არა ერთხელ, რომ სანამ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობა მომცემს შიმშილობის გაგრძელების უფლებას, მე ამას გავაგრძელებ”, – თქვა ანა წითლიძემ.
წითლიძის განცხადებით, მიუხედავად მდგომარეობის გაუარესებისა, შიმშილობას შეწყვეტას არ აპირებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თემურ ჯანაშიამ შიმშილობა ექიმების კატეგორიული მოთხოვნით შეწყვიტა. ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების გამო, პოლიტიკოსს რეაბილიტაციას საჭიროებს.
დავით კირკიტაძე კი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა, ამ დრომდე კლინიკაშია.
ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს.