საქართველოში 12 სახეობის ვირუსი ცირკულირებს, ყველაზე ხშირი კი „ა“ ტიპის ვირუსებია. ექიმები პიკს იანვრისა და თებერვლის თვეში ელოდებიან.
„მთავარია, ასაკობრივ ჯგუფებად დავყოთ: 1 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც დაეწყოთ ცხელება, კატარული მოვლენები, სუნთქვის გაძნელება – ცხელება, რომელიც ვერ იმართება სახლის პირობებში მშობლების მიერ, უკვე განგაშის ნიშანია და სჯობს, კლინიკას მიმართონ. მოზრდილი ბავშვები და მოზრდილები შესაძლებელია მართონ სახლის პირობებში. 6-7 დღე შეიძლება იყოს გამოხატული მაღალი ცხელება, მაგრამ თუ ამის შემდეგ გაგრძელდა ცხელება და პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, შესაძლებელია, ჩავიტაროთ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. როდესაც ადამიანი ავად არის, სისხლის ანალიზს მაშინ აქვს აქტუალობა, პირველ 24 ან 48 საათში უნდა გაკეთდეს“, – აცხადებს ციციშვილის სახელობის ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.