გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელია შენარჩუნების მიზნით, ქართველ თავდამსხმელს ხელფასს გაუორმაგებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული ნაბიჯი ემსახურება იმას, რომ „ნაპოლი“ პრემიერლიგის გუნდების საფრთხეს შეეწინააღმდეგოს.
„ნაპოლის“ ხელმძღვანელობას ორმაგი მიზეზი აქვს გაიღიმოს, მიუხედავად „ლილთან“ ამხანაგურ შეხვედრაში წაგებისა. ქართველი სრულად გამოჯანმრთელდა. კვარაცხელია ახლოს არის ხელფასის გაზრდასთან და კონტრაქტის განახლებასთან. კვარა ითამაშებს „ინტერის“ წინააღმდეგ 4 იანვარს მატჩში, რომელიც სკუდეტოსთვის რბოლაში ბევრს გადაწყვეტს. იანვარი „ნაპოლისთვის“ გადამწყვეტი თვე იქნება საჩემპიონო ბრძოლაში, რადგან „ინტერის“ გარდა, „იუვენტუსთან“ და „რომასთან“ მატჩები ელის.
ასევე მნიშვნელოვანია ქართველთან კონტრაქტის განახლება. ჯუნტოლი კვარას აგენტ მამუკა ჯუღელთან შესანიშნავ ურთიერთობაშია. ხელშეკრულება 2028 წლამდე უნდა გახანგრძლივდეს და ხელფასი გაორმაგდეს. შედეგად, კვარაცხელიას ხელფასი სეზონში 1,2 მილიონიდან 2,4 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ეს ნაბიჯი ემსახურება იმას, რომ „ნაპოლი“ პრემიერლიგის გუნდების საფრთხეს შეეწინააღმდეგოს: „ლივერპულს“ და „ტოტენჰემს“ ძალიან მოსწონს კვარა, მაგრამ „ნაპოლი“ მას არ უშვებს“, – წერს Gazzetta dello Sport.