მამაკაცი, რომელმაც გიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაკავებულია

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი კლინიკა „ვივამედთან“ იმ დროს მოხდა,  როდესაც გიული ალასანია ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.

მამაკაცის შეჩერება გიული ალასანიას დაცვამ, შემდეგ კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს.

მსგავსი თემები