,,არანაირი ზარი, პირდაპირი ან ირიბი მითითება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ექსპერტიზასთან დაკავშირებით არ ყოფილა”- ალექსანდრე გეჯაძე ”მედიაცენტრ მთავარში”

,,2012 წლიდან არანაირი ზარი, პირდაპირი ან ირიბი, გაკვრითი მითითება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ექსპერტიზასთან დაკავშირებით არ ყოფილა,” – ამის შესახებ სამედიცინო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ექსპერტი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას გამოექმაურა, რომლის თქმითაც, ალექსანდრე გეჯაძემ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე ის დასკვნა დადო, რომელიც შსს-ს აწყობდა.

,,2012 წლამდე იყო 1-2 ეპიზოდი, თუმცა ამას თავი დავანებოთ, მაგრამ 2012 წლიდან არანაირი ზარი, მითითება, არანაირი პირდაპირი ან ირიბი რაღაც გაკვრითი მითითება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ექსპერტიზასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

შალვას მთავარი მიზანი სტრატეგიულად იყო ის, რომ ექსპერტიზა აღარ დანიშნულიყო – არც სამხარაულის, არც ჩვენი სტრუქტურის და არც კიდევ ერთი დამოუკიდებელი საექსპერტო სტრუქტურის. ეს შალვას აწყობდა, რადგან პროცესი კიდევ ერთხელ გაჭიანურდებოდა და შალვამ თავისი სტრატეგიით მიაღწია თავის საწადელს და მოსამართლეს დაუმტკიცა, რომ ახლა აზრი არ აქვს ექსპერტიზის ჩატარებას. ეს თავისი სტრატეგია და მიზანი როგორ განახორციელა მორალურად, გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევს. ალბათ, შალვა დამიკავშირდება და შეიძლება მითხრას – „ალეკო, სხვა გზა არ მქონდა და ჩემს სტრატეგიას ასე სჭირდებოდა“. შეიძლება მან მომიბოდიშოს და ასე რომც გველაპარაკა და მე ჩამეწერა, არ გეწყინოსო,”- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

„ვერ დავწერდით, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მძიმე ავადმყოფი“ – რას ითხოვდა სააკაშვილის ადვოკატი ექსპერტისგან

 

მსგავსი თემები