თურქეთში ინფლაციის გამო 2023 წელს ხელფასები 55%-ით გაიზრდება

თურქეთში ინფლაციის გამო 2023 წელს ხელფასები 55%-ით გაიზრდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის მოქალაქეთა მინიმალური ანაზღაურება ივლისში დადგენილ რაოდენობასთან შედარებით – 55%-ით, ხოლო იანვართან შედარებით 100%-ით მოიმატებს.

ამჟამად თურქეთში მინიმალური ხელფასი 8 506 ლირაა, რაც 455 დოლარს შეადგენს.

 

მსგავსი თემები