,,რუსეთსა და ბელარუსს შორის მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-ს აღიზიანებს”- რუსეთის საელჩო

,,რუსეთსა და ბელარუსს შორის მჭიდრო თანამშრომლობა აღიზიანებს შეერთებულ შტატებს, რომელიც ცდილობს ორივე ქვეყნის იზოლირებას,” – ამის შესახებ ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ”რუსეთსა და ბელარუსს შორის ყოვლისმომცველი და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა დრომ გამოცადა და ეფუძნება ორი ქვეყნის მოძმე ხალხების გულწრფელ მეგობრობას.”

„ჩვენ ყურადღება მივაქციეთ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის განცხადებებს. მისი თქმით, პრეზიდენტ პუტინის სიტყვები, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის დაინტერესებული რომელიმე სახელმწიფო შთანთქოს, უკიდურეს ირონიას იწვევს. შემდეგ მან უბრალოდ გადაიტანა ნარატივი უკრაინაში რუსული „შეჭრის“ საყვარელ თემაზე. ასეთი განცხადებები ოფიციალური წარმომადგენლის მიერ საკავშირო სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ადმინისტრაციის დე-ფაქტო ჩარევაა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

 

 

 

მსგავსი თემები